კიევში შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა

მამაკაცი, რომელიც კიევში მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. ის ყირიმის მცხოვრები, 42 წლის ალექსეი ბელკოა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეა, რომელიც კონტრაქტით მსახურობს. მისი სამხედრო წოდება სერჟანტია და ირიცხება ერთ-ერთი დანაყოფის რადიო სადგურის კვანძის მეთაურად.

უკრაინული მედიის ცნობით, მისი მთავარი მოთხოვნა იყო „შეწყდეს დონბასის კაპიტულაცია“.

დაკავებულთან დაკავშირებით, უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წელს, ივნისში პოლიციის რაიონულ განყოფილებას ნებაყოფლობით ჩააბარა 1 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება და 88 ვაზნა.

იხილეთ ვიდეო:

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა