აჭარის მთავრობა აპარატის 2010-2019 წლების წარმომადგენლობითი ხარჯების  ოფიციალურ მონაცემებს  ასაჯაროვებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირების მიზნით, ასაჯაროვებს აჭარის მთავრობის აპარატის 2010-2019 წლების წარმომადგენლობითი ხარჯების ამსახველ ოფიციალურ მონაცემებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მონაცემების თანახმად, წინა ხელისუფლების პირობებში, წარმომადგენლობითი ხარჯების ტენდენცია იყო ყოველწლიურად მზარდი: 2010 წელი - 445 730 ლარი, 2011 წელი - 517 947 ლარი, 2012 წელი - 771 347 ლარი,

რაც შეეხება, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდს, ოფიციალური მონაცემები ასეთია: 2013 წელი – 188 683 ლარი, 2014 წელი – 218 232 ლარი, 2015 წელი - 211 734 ლარი, 2016 წელი - 121 628 ლარი, 2017 წელი - 154 313 ლარი, 2018 წელი - 109 189 ლარი, 2019 წელი ( 8 თვე) – 87 122 ლარი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ფიქსირდება ხარჯების შემცირების ტენდენცია.

აღსანიშნავია, რომ წელს აჭარამ აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმს და კონფერენციას - “საქართველოს ევროპული გზა” უმასპინძლა. წარმომადგენლობითი ხარჯები ასევე გათვალისწინებულია ორი მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმისთვის, რაც მაღალი რანგის პოლიტიკოსების მონაწილეობით აჭარაში წლის ბოლომდე უნდა მოეწყოს.

“თითოეული საბიუჯეტო ლარი, თითოეული თეთრი იხარჯება მიზნობრივად და ბოლომდე ხმარდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, მათი ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებს. განსხვავებით ძველი პრაქტიკისგან - როცა საბიუჯეტო სახსრებით ხდებოდა ძვირადღირებული პიჯაკების, ასევე ძვირფასი საჩუქრების შეძენა ნაცნობმეგობრებისთვის. გასულ წლებთან შედარებით, ჩვენ ორჯერ გავზარდეთ რესპუბლიკური ბიუჯეტი, ხოლო მილიონი ლარით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯი მთავრობის აპარატში, რაც 2012 წელთან შედარებით 5-ჯერ ნაკლებია. ვერც მთავრობის თავმჯდომარე და ვერცერთი თანამდებობის პირი ვერ იქნება ფუფუნებაში“ - განმარტავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, წარმომადგენლობითი ხარჯების დაკავშირება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან არარელევანტურია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ 2019 წლის I კვარტალში აჭარის რეგიონში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 26.1 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში გაზრდილია 209%-ით.

მისივე თქმით, აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარაში 1 მილიარდი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები განახლდა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია