ლევან დავითაშვილი - NDI-ის კვლევებში ცდომილება ძალიან ბევრჯერ დამტკიცდა, წინა წლებშიც, მათი შეფასებები არ გამართლდა

„მიუხედავად იმისა, რომ NDI არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, ვფიქრობ, ბოლო წლებში ცდომილებები არის დამკვიდრებული პრაქტიკა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მინისტრმა NDI-ის კვლევის ის ნაწილი შეაფასა, რომლის მიხედვითაც მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 60% უარყოფითად აფასებს.

„აქ არის ორი საკითხი: ერთი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი გაკეთებული საქმის სწორედ მიტანა მოვახერხოთ მოსახლეობამდე, რათა აღქმები იყოს ადეკვატური. ეს არ არის მარტივი გამოწვევა, იცით, რომ კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოში, არსებობენ ძალები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან საწინააღმდეგოში. მეორე, NDI-ის კვლევებში ცდომილება ძალიან ბევრჯერ და ძალიან ხშირად დამტკიცდა. წინა წლებშიც, მათი შეფასებები არ გამართლდა რეალურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ NDI არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, ვფიქრობ, ბოლო წლებში ცდომილებები არის დამკვიდრებული პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, ამ სუბიექტურ ფაქტორზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ,რომ NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. უფრო კონკრეტულად, რესპონდენტთა 60 %-ის აზრით, მთავრობა „ცუდად“ მუშაობს, 32 %-ის შეფასებით - „კარგად“, ხოლო კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 6%-მა დააფიქსირა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება