ნინო ლომჯარია - თუ ვერ მივიღებთ პასუხებს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა კონკრეტული პირების შეწყალების გადაწყვეტილება, საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს

თუ ჩვენ ვერ მივიღებთ პასუხებს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება და კონკრეტულ შეწყალებებთან დაკავშირებით განმარტება არ იქნება დეტალურად წარმოდგენილი, ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაიტერესდეს, რა მოხდა რეალურად,” - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალებას.

მისი თქმით, თუ ადამიანის მკვლელობაში დამნაშავის მიმართ არაგონივრულად ლმობიერია სასჯელი, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ირღვევა სიცოცხლის უფლება.

სახალხო დამცველი პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე განმარტებების გაკეთებას აუცილებლად მიიჩნევს. ამასთან, ნინო ლომჯარიას შეფასებით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების თუ სავარაუდო კორუფციის თაობაზე.

„ეს არის საკითხი, რომელიც, ასევე, ეხება ადამიანის უფლებებს იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობას, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ დამნაშავის მიმართ სანქცია, პასუხისმგებლობა უნდა იყოს ადეკვატური. თუ დამნაშავის მიმართ სასჯელი არის არაგონივრულად ლმობიერი, ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეულია სიცოცხლის უფლება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სამ შემთხვევაში შეწყალებულია მსჯავრდებული, ისეთ მძიმე დანაშაულში, როგორიცაა სიცოცხლის მოსპობა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს არგუმენტები, თუ რატომ მოხდა შეწყალება, არ გვაქვს ინფორმაცია, რა პროცესი გაიარა ამ ყველაფერმა, სანამ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ეს აჩენს ძალიან ბევრ კითხვას. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ამ საკითხებზე უფრო მეტი განმარტება აუცილებლად უნდა გააკეთოს. ჩვენ ამ დრომდე ვერ მივიღეთ განმარტება, რის საფუძველზე, ვისი რჩევით თუ რეკომენდაცით მიიღო პრეზიდენტმა გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ არსებული გარემოებები არის შესასწავლი, ასევე, ვთვლი, რომ ლოგიკური იქნება თუ დაიწყება გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს როგორც უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების, თუ სავარაუდო კორუფციის თაობაზე. თუმცა თვითონ ფაქტის თაობაზე თუ ჩვენ ვერ მივიღებთ პასუხებს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება და განმარტება არ იქნება დეტალურად წარმოდგენილი, ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაიტერესდეს, რა მოხდა რეალურად,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს