დავით მათიკაშვილი - მივეჩვიეთ იმას, რომ კვლევა, რომელიც ტარდება საქართველოში და არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა

ბოლო ათწლეულებია მივეჩვიეთ იმას, რომ კვლევა, რომელიც ტარდება საქართველოში და არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს, რომელშიც გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

“რეალურად არჩევნებზე წყდება ის საკითხი, თუ ვინ ვის უჭერს მხარს, რა რეიტინგი აქვს მმართველ პარტიას და რა რეიტინგი გააჩნია ოპოზიციას. სულ ცოტა ხნის წინ ჩატარებული არჩევნებზე, ვგულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნებს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, იდებოდა შესაბამისი კვლევები, რომელიც შემდეგში აღმოჩნდებოდა, რომ არ შეესაბამებოდა რეალობას”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

უმრავლესობის წევრი ასევე გამოეხმაურა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების იმ ნაწილს, რომელშიც რესპონდენტთა 68 % აცხადებს, რომ ხელისუფულებამ 20 ივნისს გადამეტებული ძალა გამოიყენა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, 20 ივნისს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა შტურმი და ხელისუფლების ხელში ჩაგდების ძალადობრივი მცდელობა.

“მე მაინც მგონია, რომ 20 ივნისს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა შტურმი და ძალადობრივი მცდელობა ხელოსუფლების ხელში ჩაგდების. ეს მას შემდეგ, რაც აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების დანაშაულებრივი მოწოდებებითაც კი გადაიზარდა უკვე საკონსტიტუციო ორგანოს შტურმში, ამიტომ ხელისუფლება მოქმედებდა სრული ლეგიტიმური უფლებით - დაეცვა თავი მოძალადეებისგან”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა