მუჰამედ ჯავად ზარიფი - ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმა ტოტალურ ომს გამოიწვევს

აშშ-ის ან საუდის არაბეთის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის განხორციელება ტოტალურ ომს გამოიწვევს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არ გვსურს ომი, არ გვსურს სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიას უყოყმანოდ დავიცავთ,“ -აღნიშნა ზარიფმა.

კითხვაზე, თუ რა შედეგი ექნება ამერიკის, ან საუდის არაბეთის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის განხორციელებას, საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ტოტალური ომი.“

მანამდე კი ზარიფმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ „ბ-გუნდი, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალამნი, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ ომში იტყუებენ.“

მუჰამედ ჯავად ზარიფმა აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა მოკავშირეებთან ერთად, საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო ქმედებების მიზნით კოალიციის შექმნის საკითხს განიხილავდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო