„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა. კომპანიის ინფორმაციით, „ვისოლი“ ცდილობს, საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევა დანერგოს და მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა.

როგორც „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ განაცხადა, “ვისოლი“ მუდმივად ცდილობს, გაიმყაროს ბაზარზე ინოვატორული კომპანიის იმიჯი.

„მოხარული ვართ, რომ თვითმომსახურების სადგურების ქსელის განვითარების შესაძლებლობა პირველებს სწორედ ჩვენ მოგვეცა. ვეცდებით, თანმიდევრულად შევცვალოთ სამომხმარებლო ქცევა, რათა დავამკვიდროთ საქართველოში თვითმომსახურება, როგორც თანამედროვე ცხოვრების სტილი, რომელიც დიდი ხანია აპრობირებულია ამერიკასა და ევროპის უამრავ ქვეყანაში. გარდა ამისა, დადებითი მხარეა, რომ აქ მომხმარებელს ვთავაზობთ თითქმის 15 თეთრამდე ფასდაკლებით იმავე ტიპის პროდუქტებს, რასაც ვთავაზობთ ჩვენს სხვა ობიექტებზე. ჩვენი სურვილია, სამომავლოდ ამით მივიღოთ მეტი ლოიალური მომხმარებელი და მსგავსი ტიპის ინფრასქტუქტურა საქართველოში, „ვისოლის“ სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე განვავითაროთ“, - განაცხადა ხორავამ.

ავტოგასამართი სადგური ცნობილი კარიკატურისტისა და წარმატებული თანამედროვე მხატვრის, გიორგი გამეზარდაშვილის მიერ არის მოხატული.

„სიახლე კიდევ ის არის, რომ ეს ობიექტი გაცილებით ლამაზადაა მოხატული, არ არის „ვისოლის“ სტანდარტულ დიზაინში. ამაში დაგვეხმარა ჩვენი ახალგაზრდა მხატვარი, რომელმაც შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მეტი ელფერი მისცა ავტოგასამართ სადგურს, რათა მომხმარებლებისთვის მიმზიდველი იყოს ამ სადგურზე შემოსვლა“, - განაცხადა ხორავამ.

თვითმომსახურების პირველი სადგურის საზეიმო გახსნაზე პარტნიორ „რადიო ენერჯისთან“ ერთად, „ვისოლმა“ უამრავ სტუმარს უმასპინძლა და განსხვავებული გარემო შეუქმნა: დაიდგა ბაიკერების და მოცეკვავეების ერთობლივი ექსტრემალური შოუ, რომელსაც აფორმებდა DJ Jimi-ს მუსიკა, ასევე, დამსწრეებს საშუალება მიეცათ, გაესინჯათ „სმარტის“ მიერ მომზადებული ქუჩის მენიუ და ექსკლუზიური იმპორტის Twisst- ის კოქტეილები. წარმოდგენილი იყო ასევე “ვიანორის“ უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ზეთების კასრების დეკორი, „დანქინის“ დონატები და ყავა დესერტად.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ საცალო ბაზრის ლიდერია. ვისოლს ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში და კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით