რომან გოცირიძე - მოსამართლეობის კანდიდატებს, ალბათ, გულში ეცინებათ - „ჩვენ, ყველაფრის მკადრებლები, ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართო“, მაგრამ არ ხართ საჭირო!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ალბათ, ეცინებათ გულში, რომ ჩვენ - ყველაფრის მკადრებლები - ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართ, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მომავალი ხელისუფლება სასამართლო რეფორმას განახორციელებს და არც ერთი ეს ადამიანი საჭირო არ იქნება.

"ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს საზოგადოების აზრი. მან კვლავ შემოაბრუნა იმ ძველი სიის კომპრომეტირებული წარმომადგენლები. ამ მოსამართლეებს ჰგონიათ, რომ როგორც ემსახურებოდნენ ყველა ხელისუფლებას, ასევე დასჭირდება მომავალ ხელისუფლებას. ამიტომ, ალბათ, ეცინებათ გულში, რომ ჩვენ - ყველაფრის მკადრებლები - ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართ. არ ხართ საჭირო, მომავალი ხელისუფლება სასამართლო რეფორმას ფუნდამენტურად განახორციელებს და არც ერთი ეს ადამიანი, რომელსაც დღეს დიდი ალბათობით დაამტკიცებს პარლამენტი, მომავალ სასამართლო სისტემაში ვერ დარჩებიან. ამ პროცესით მთავრდება ხელისუფლების საბოლოო მიტაცების ის გეგმა, რაც განახორციელა ივანიშვილმა. ბოლო ბასტიონი იყო ასათვისებელი და ეს არის უზენაესი სასამართლო, სადაც დასვამს თავის ყურმოჭრილ მონებს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა