თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში პროექტი „ჩვენი ეზოს თამაშები“ ჩატარდა, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ თბილისის საკრებულოდან აცნობეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი წელს მეორედ ხორციელდება.
ინფორმაციის თანახმად, კამპანიური ხასიათის პროექტის მიზანი, კომპიუტერული თამაშების ჯანსაღი, ხალისიანი ეზოს თამაშებით ჩანაცვლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოზარდების ფიზიკურ-ემოციური, ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობაა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განმარტებით, პროექტი, კომპიუტერული თამაშების ჯანსაღი და ხალისიანი ეზოს თამაშებით ჩანაცვლებას და ბავშვების ეზოებში დაბრუნებას ისახავს მიზნად.
,,ამ კამპანიის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით ნამდვილად შევძლებთ დავუბრუნოთ ბავშვები ეზოს და დადებითით ჩავანაცვლოთ ის ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც კომპიუტერულ თამაშებსა და ვირტუალურ სამყაროს გააჩნია. მიხარია, რომ ჩვენს პროექტს ასეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბავშვები პროექტის მიმდინარეობაში ასე მასშტაბურად ჩაერთნენ “, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
,,ღონისძიებების ფარგლებში, მოზარდებმა ,ინსტრუქტორებთან და ანიმატორებთან ერთად, ეზოს თამაშები ითამაშეს. პროექტი თბილისის სხვადასხვა უბანში, ვარკეთილში, ჩუღურეთსა და ზღვისუბანში (თემქა) ჩატარდა და მასში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა გიორგი დოხტურიშვილმა და რიმა ბერაძემ მიიღეს.
პროექტი თბილისის მერიისა და ქართული თამაშების მწარმოებელი კამპანია ,,თამაშობანას” მხარდაჭერით განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"