კობა კობალაძე თამარ ალანიას „მუხროვანის ამბოხების“ საქმეზე - მესმის, რომ თქვენ შეიძლება გაქვთ პასუხი, მაგრამ ეს პასუხი იმდენად მიუღებელია, სჯობს, დადუმდეთ

მესმის, რომ თქვენ ამაზე შეიძლება გაქვთ პასუხი, მაგრამ ეს პასუხი იმდენად მიუღებელია, სჯობს, დადუმდეთ, - ასე მიმართა პარლემენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, გენერალმა კობა კობალაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას პარლამენტში, როდესაც კითხვა დაუსვა „მუხროვანის ამბოხებასთან“ დაკავშირებით.

კობალაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ გადაწყვეტილებამ, რომელიც მან „მუხროვანის საქმესთან“ დაკავშირებით მიიღო, ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია საზოგადოებაში.

„ასევე ფაქტია, რომ თქვენი დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. გარდა ამისა, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დამნაშავედ ცნობილი პირები პოლიტპატიმრებად სცნეს და სრულიად ქართულმა საზოგადოებამ, რომლის რწმუნებულებით აღჭურვილი შემადგენლობა აქ (პარლამენტში) ვზივართ და თქვენ ითხოვთ ჩვენგან ნდობას. ამ საზოგადოებამ აღიარა, რომ ეს პირები ემსხვერპლნენ კონკრეტული რეჟიმის უსამართლობას და კონკრეტულ პირთა უსამართლო დაკვეთას. აქ, არ არის საუბრი კობა კობალაძეზე და ა.შ. მაგრამ იქ იყვნენ უბრალო ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკური დაკვეთის სრული ზეწოლა განიცადეს. მაინტერესებს, ყოველივე ამის შემდგომ იზიარებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სრულიად უდანაშაულო ხალხი გაიმეტეთ იმ დროინდელი ციხის რეჟიმისთვის. ის, რომ განაჩენი იყო უსამართლო, ეს დღეს ნამდვილად არ არის შეფასების საგანი, ეს არის ფაქტი. ამის შემდგომ, (იმ პერიოდში) საკუთარ თავთან არ გაგიჩნდათ კითხვა, უნდა გააგრძელოთ, თუ არა მოსამართლის მანტიის ტარება?! სად არის, აქ ადამიინების მიმართ სასიკეთო გადაწყვეტილება გამოტანილი და სად არის აქ, თქვენი ზეკანონიერი სიახლოვე სამართალთან?!“, - მიმართა კობალაძემ მოსამართლეს.

თავის მხრივ, თამარ ალანიამ უპასუხა, რომ „ალბათ, პროცესის ზეგმჭვირვალობის მაგალითია, როდესაც მოქმედ მოსამართლეს ყოფილი ბრალდებული კითხვას უსვამს“.

„კონკრეტულ საქმესთან მიმართებით, ახლა რაც არ უნდა გრძნობა გამიჩნდეს, რომ თქვენ პასუხი აუცილებლად უნდა გაგცეთ... მინდა გითხრათ, რომ თქვენს მიერ მოხმობილი მტკიცებულებებიც წინააღმდეგობაში მოდის იმ საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, მე ამაზე პასუხს არ გაგცემთ“, - განაცხადა ალანიამ

ამის შემდეგ კობალაძემ ამავე თემაზე კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა მოსამართლეობის კანდიდატს, რაზეც ალანიამ უპასუხა, - კონკრეტული საქმის დეტალებში, მის განხილვაში არ შევიდოდა.

„მე თქვენს პირად სივრცეს არ ვეხები, ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ, მე თქვენი პასუხისმგებლობის ქონის პროცენტი მაინტერესებს იმ პროცესში რაც იყო“, - აღნიშნა კობა კობალაძემ.

თამარ ალანიას განმარტებით, არსებობს პრინციპი, „ რომელსაც ვერ გადაუხვევს ვერცერთი მოსმართლე, რაც არ უნდა გმირი იდგეს ჩვენს წინაშე, თუ მან დანაშაული ჩაიდინა მან უნდა აგოს პასუხი“.

კობა კობალაძემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში აინტერესებდა მისი ხედვა.

„თქვენ, როგორც არ უნდა ისაუბროთ, მე მაინტერესებდა ამ საკითხის თქვენეული ხედვა. ის კი არა - გაიარა კონვეირმა, დაარტყით და გამოუტანეთ განაჩენი . მე თქვენი განცდა მაინტერესებს ადამიანისა, რომელსაც აქვს სურვილი და ამბიცია, რომ ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავლის უვადოდ განმსაზღვრელი იყოს. მესმის, რომ თქვენ ამაზე შეიძლება გაქვთ პასუხი, მაგრამ ეს პასუხი იმდენად მიუღებელია ჯობია, დადუმდეთ“, - განაცხადა კობალაძემ.

შეგახსენებთ, მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა. საქმეში 28 პირი იყო განსასჯელი. მათ შორის იყო, გენერალი კობა კობალაძე.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში