ლიზი ლომთათიძე, რომელიც 2019 წელს თსსუ-ში ყველაზე მაღალი ქულებით ჩაირიცხა, რექტორმა დაასაჩუქრა

ლიზი ლომთათიძე, რომელმაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, სასწავლო წლის დაწყების ცერემონიაზე განსაკუთრებულად წარადგინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მას, ამ წარმატებული შედეგის აღსანიშნავად, პირადი კომპიუტერი (ლეპტოპი) გადასცა საჩუქრად.

„განსაკუთრებით ემოციური იყო თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის მიერ მომზადებული სიურპრიზი - მისალოცი ვიდეო-რგოლი, რომლითაც ლიზი ლომთათიძეს წარმატებები მასწავლებლებმა და ოჯახის წევრებმა მიულოცეს“, - აცხადებენ თსსუ-ში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს