ტყიბულში მინდელის შახტთან შეკრებილმა მეშახტეებმა მერიასთან გადაინაცვლეს

ტყიბულში მინდელის შახტთან შეკრებილმა მეშახტეებმა მუნიციპალიტეტის მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა მოხდეს სახელფასო დავალიანების დაფარვა.

მეშახტეები ასევე მოითხოვენ მიიღონ ინფორმაცია კომპანიიდან და ხელისუფლებიდან, მომავალში შახტში საწარმო პროცესის აღდგენის შესახებ.

ტყიბულის შახტებში საწარმო პროცესი 2018 წლის ივლისიდან პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში 25-მდე მეშახტე შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე ხელფასს არ მიიღებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა