28 სექტემბერს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება

28 სექტემბერს, ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება, რომლის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, თანამედროვე მეცნიერების მიღწევების ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლებისთვის სახალისო და საინტერესო ფორმით წარმოჩენა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემა „გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანია განათლებაზე ფოკუსირებული“.

„პიკნიკის მხარდამჭერები საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა და განათლების კოალიციაა.

მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები საქართველოდან და ევროპიდან, საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები 40-მდე კარავში საინტერესო ექპერიმენტებს ჩაატარებენ. ასევე, შემოგვთავაზებენ ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს.

ღონისძიების მთავარი სცენა დღის პირველ ნახევარში მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო შოუების ანიმატორებსა და სამეცნიერო თემატიკაზე შექმნილ წარმოდგენებს დაეთმობა. ასევე, განათლების კოალიციის მხარდაჭერით სასცენო წარმოდგენებს გამართავენ რეგიონების საჯარო სკოლის მასწავლებლები, ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მასწავლებლები და მათი მოსწავლეები.

პიკნიკის ფარგლებში ვაკის მედიათეკაში მოეწყობა სამეცნიერო კაფე, სადაც „ილიაუნის“ მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს საინტერესო თემებზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ ღონისძიების მთავარ სცენაზე ტრადიციულად დაჯილდოვდებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული პირველკურსელები.

დაჯილდოების შემდეგ გაიმართება პირველკურსელების მიღების ცერემონია – Welcome Party და კონცერტი.

კონცერტზე დაუკრავენ: LOUDspeakers , The BearFox , DJ: Audio Space.

სამეცნიერო ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.

ღონისძიება 12 საათზე დაიწყება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ