ანრი ოხანაშვილი - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ვის მოეწონა და ვის - არა, გემოვნების საკითხი შეიძლება იყოს

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ვის მოეწონა და ვის - არა, გემოვნების საკითხი შეიძლება იყოს, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. ოხანაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყველა სტრატეგიულ საკითხზე ისაუბრა.

"ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირა პოზიცია, რა მიმართებაშიც საქართველოს გამოწვევები აქვს. შეეხო ყველა იმ ძირითად სტრატეგიულ საკითხს, რომელიც ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის,საზოგადოებისთვის,მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია. შეფასება, ვის მოეწონა და ვის - არა,უკვე გემოვნების საკითხი შეიძლება იყოს და ამაზე დავა, რა თქმა უნდა, შეიძლება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა