იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ინფრასტრუქტურული და კლინიკური სერვისების გაძლიერებას აგრძელებს

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მიმდინარე წლის თებერვალში დაანონსებული პროექტების განხორციელებას ეტაპობრივად განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო კორპორაცია „ევექსიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეიდან უახლესი აპარატურით აღჭურვილ ემერჯენსის განყოფილებაში შესულ პაციენტებს მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი ინფრასტრუქტურულად გამართულ გარემოში მოემსახურება.

„პედიატრიული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე. პაციენტებს და მათ მშობლებს დახმარებას ფსიქოლოგიური სამსახური გაუწევს და სამედიცინო დაწესებულებასთან პირველი შემხებლობით გამოწვეული სტრესისგან თავისუფალ გარემოს შექმნის.

რეორგანიზაციული ცვლილების შედეგად მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განხორციელდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე - საკადრო ცვლილებები. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 350-მდე სამედიცინო და არასამედიცინო კადრი ადგილობრივად, ხოლო 20-მდე მედპერსონალი საზღვარგარეთ გადამზადდა. პროფესიული განვითარების მიზნით კადრების გადამზადება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მკურნალობის მაღალი სტანდარტის დაცვის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ხარისხის მართვის დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტებულია უცხოელი და ქართველი ექიმებით. რთული სამედიცინო შემთხვევების მართვა მსოფლიოს წამყვანი პედიატრიული კლინიკების ექიმების ჩართულობით განხორციელდება.

იაშვილის კლინიკის განვითარებისთვის გასული 3 წლის განმავლობაში 12 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად აღიჭურვა ონკო-ჰემატოლოგიის, ურონეფროლოგიის, ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები.

შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების რეაბილიტაცია და აღჭურვა. ინფრასტრუქტურული და კლინიკური სერვისების გაძლიერება 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება და პროექტის დასასრულს იაშვილის საავადმყოფო სრულ სამედიცინო სერვისს საერთაშორისო სტანდარტებით უზრუნველყოფს.

მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ქვეყნის მოსახლეობას სამკურნალო პროცესების, ხარისხისა და შედეგების თაობაზე ღია ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო