ანრი ოხანაშვილი ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირებაზე - მძიმე სანახავი იყო, რაც მოხდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

საქართველოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირებას შეფასება პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად მოჰყვება.

ოხანაშვილის თქმით, „ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც მოხდა“.

„ეს არის პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც არის პარლამენტის წევრის მანდატის მატარებელი, თავს ესხმის ადამიანს და იქცევა ისე, როგორც ყველამ ნახა, ეს არის პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა და ამ ყველაფერს ლოგიკურია, ექნება რეაგირება პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აღნიშნულს დეპუტატი გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოხანაშვილი შეფასების გაკეთებისას მოვლენებს უსწრებს.

„არ უნდა გაუსწროთ მოვლენებს და არ უნდა მისცეთ მომხდარს შეფასება, თორემ მეც მომიწევს შეფასება. იმ კონტექსტში შეფასება, რომ ვიღაცამ ვიღაცას დაარტყა, არ არის სწორი. ის, რაც აქ მოხდა, არის იმ პროცესის ნაწილი, რაც მთელი დღე აქ მიდიოდა. ამიტომ თუ თქვენ ამ კონტექსტში გინდათ ეს ყველაფერი გადაიტანოთ, ამას დუმილით ვერ შევხვდები. თქვენი შეფასება ნაადრევია და არაობიექტური“, - უთხრა გედევან ფოფხაძეანრი ოხანაშვილს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ბესელია ზარდიაშვილს ხელით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეეხო.

დეპუტატებს შორის, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს, თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი ჩაარტყა. უფრო კონკრეტულად, დეპუტატებს შორის ჩხუბი ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა ბესელიას შესახებ მაშინ, როცა გედევან ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას უსვამდა. ბესელიამ ზარდიაშვილს „ნაძირალა“ და „ადეიშვილის ხელის ბიჭი“ ეძახა. თავის მხრივ, დავით მათიკაშვილმა მანდატურის სამსახურს მოუწოდა, ეკა ბესელია დარბაზიდან გაეყვანათ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს