მაია ცქიტიშვილი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე - შეხვედრის ორგანიზება ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორების მეშვეობით მოხდა

შეხვედრის ორგანიზება ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორების მეშვეობით მოხდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, როდესაც რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრის შესახებ ისაუბრა და უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რამდენად იყო შეხვედრის ინიციატივა საქართველოს მხრიდან.

„ამ შეხვედრასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობი არ გვაქვს და ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%. ამ პირობებში, როდესაც შვეიცარიაა შუამავალი რუსეთსა და საქართველოს შორის, რა თქმა უნდა, ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორების მეშვეობით მოხდა ამ შეხვედრის ორგანიზება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ეუთო-ს, გაერო-ს გენერალური მდივნის, ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან ვნახეთ არაერთი, უმაღლესი შეფასება ზოგადად ფაქტისა და იმისა, რომ დიალოგია დაწყებული“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ვერც ერთი კონფლიქტი ვერ წყდება დიალოგის გარეშე.

„დიპლომატია ერთადერთი საშუალებაა, რათა მოხდეს იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს და პირველ რიგში, იმ პრობლემების, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, განსაკუთრებით ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ. პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, არის ძალიან მწვავე, ამ პრობლემების ძალიან დიდი სპექტრია და ბუნებრივია, ყველა ეს საკითხი არის მსჯელობისა და დიალოგის საგანი. რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა გაგრძელდეს, დიალოგს ალტერნატივა ბუნებრივია, არ აქვს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს