ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟზე, კონკრეტულ პირთა თანხმობის შემთხვევაში მზადაა, გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟთან დაკავშირებით, კონკრეტულ პირთა თანხმობის შემთხევაში მზადაა, საგამოძიებო ორგანოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ მან გენერალური პროკურატურაში გასაუბრების შემდეგ განაცხადა.

„ეს იყო გასაუბრება იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთ ეთერში მე ვთქვი. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ბუნებრივია, ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ გავიმეორე და დავადასტურე, რომ ნამდვილად ვფლობ ასეთ ინფორმაციას გარკვეულ პირებთან დაკავშირებით. ეს პირები არიან პარლამენტშიც, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.

არსებობენ ადამიანები, ჩემთვის არის ცნობილი, როგორც პარლამენტის წევრისთვის, რომელთა მიმართაც გამოყენებულია მეთოდი უკანონო ჩანაწერის მოპოვების და შემდეგ ბუნებრივია, ამ ადამიანებს გარკვეული ადამიანური პრობლემა ალბათ ექმნებათ. თუმცა არც ერთი მათგანი არ არის ისეთი, რომელსაც საკუთარი უფლების დაცვა არ შეეძლოს.

სისხლის სამართლის კანონმდებლობით ვალდებულება არ მაკისრია, რომ ეს ინფორმაცია გადავცე. იმ ადამიანების თანხმობის გარეშე, ამას მე ვერ ვაკეთებ და არ ვიქნები არანაირად სწორი, არც სამართლებრივად და არც მორალურად, მაგრამ დავადასტურე დღესაც, თუ რომელიმე მათგანი გააკეთებს ამ განცხადებას, მე მზად ვარ, თუ ეს ინფორმაცია დაემთხვევა, დავადასტურო და რაც მაქვს ის ინფორმაცია დეტალურადაც მივაწოდო. იმიტომ, რომ ეს ეხება მათ პირად სივრცეს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ბესელიას გენერალურ პროკურატურაში დაბარება იმ განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა. კერძოდ, დეპუტატმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს და ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები გააჩნია.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია