ნინო ბურჯანაძე პარტიის წევრებთან ერთად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მეცნიერებს შეხვდა

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, პარტიის გენერალურ მდივან გიგლა ბარამიძესთან და პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მეცნიერებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი შეეხო უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს და ამ კვლევებში სტუდენტების ჩართულობის აუცილებლობას.

მათივე ცნობით, მოწვეულმა სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს განათლების სისტემის ნაკლოვანებებსა და ამ კუთხით წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის გზებზე, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული საპროგრამო დოკუმენტში.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, მეცნიერებმა პარტიის ლიდერებთან ერთად, ასევე მიმოიხილეს დღევანდელი რთული პოლიტიკური ვითარება და პარტიას თავისი ხედვები გააცნეს, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან.

„ასეთი ტიპის მუშა შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, ჩვენ შევხვდებით ყველა პროფილის ადამიანს, სადაც მოხდება გამოცდილების გაზიარება, თუნდაც კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა და გაანალიზება, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის მომზადებას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - აცხადებს გიგლა ბარამიძე.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ