07.07.2025 / 08:38
მამუკა მდინარაძე „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე - ოპონენტებს ან საკმარისი იურიდიული ცოდნა არ აქვთ, ან საკუთარი დანაშაულის გამართლებას ცდილობენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „მუხროვანის ამბოხის“ საქმის შესახებ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპონენტებს ან საკმარისი იურიდიული ცოდნა არ აქვთ, ან საკუთარი დანაშაულის გამართლებას ცდილობენ.

"როცა ორ სამართლებრივ ტერმინს ერთმანეთში აურევ, ან არ იცი, იურიდიული ცოდნა გაკლია ან განზრახ აკეთებ ამას, რომ ამდენი წლის შემდეგ „გააპრავო“ შენი დანაშაული,"- აცხადებს მამუკა მდინრაძე.

მისივე თქმით, „მუხროვანის ამბოხი“ რომ მოგონილია, ამას თავად კი არ ამბობს, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება არის ამ აზრზე შეთანხმებული.

"კობა კობალაძე, რომელიც ამ თემაში იყო ჩათრეული, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გამართლდა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების რისხვა არ დაემსახურებინა მიხეილ სააკაშვილს. მაშინ მიხეილ სააკაშვილს რაღაცები წამოსცდა ტელეკამერების წინ. აი ამის გამო გამართლდა მხოლოდ და მხოლოდ კობა კობალაძე,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს