ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ სემეკის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენა კანონდარღვევა არ არის

იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ სემეკის თავმჯდომარის არჩევა და პრეზიდენტის მიერ მთავრობასთან შეთანხმებით თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენა კანონდარღვევა არ არის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან ალაფიშვილმა განუცხადა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი განსაზღვრულია, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონით.

„ამ კანონის საფუძველზე შეიქმნა თავის დროზე სემეკი და ეს არის მისი ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი. იმ კანონში წერია, წევრის და თავმჯდომარის განმწესების წესი. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტშიცაა მითითება, როგორც წევრზე, ასევე თავმჯდომარეზე. შეიძლება ჩვენ მოსაზრებები გვქონდეს, რამდენად დამოუკიდებელია ან არ არის დამოუკიდებელი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კანონში წერია თავმჯდომარის არჩევის წესი, ეს საკითხი ვერ გახდება საეჭვო. თუკი დამოუკიდებლობის კონტექსტში ვიმსჯელებთ და შევადარებთ თუნდაც ეროვნულ ბანკს, მის შემთხვევაში მართლაც არის მექანიზმი, ვინაიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები საკუთარი შემადგენლობიდან შეარჩევენ პრეზიდენტობის კანდიდატს და წარუდგენენ საქართველოს პრეზიდენტს. შემდეგ კი არის წარდგინების პროცედურა - ინტერაქცია პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

იურისტი სამართლებრივ კაზუსად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტს მხოლოდ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს, ორგანული კანონით კი ასევე აქვს უფლება თავმჯდომარეობის კანდიდატი წარუდგინოს პარლამენტს.

„ეს შეიძლება სამართლებრივი კაზუსია მაგრამ ამოხსნადია. თავმჯდომარე არის წევრი. ამასთან, თუ კონსტიტუციაში არ არის მითითებული, კანონით შეიძლება მიენიჭოს ესა თუ ის უფლებამოსილება პრეზიდენტს. შესაბამისად, წინააღმდეგობა როგორც ასეთი არ შეიძლება იყოს, რადგან კონსტიტუციაში მხოლოდ წევრი წერია. ეს შეიძლება საკამათო თემა იყოს, თუმცა საეჭვო ვერ გახდება, რომ ეს კანონისმიერი უფლებამოსილება და პროცედურა არ არის“, - განმარტა იურისტმა.

პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა გადადო. კენჭისყრის გადადების მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე ნარმანიას ნომინირების პროცედურა გახდა.

კენჭისყრა მას შემდეგ გადაიდო, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ სემეკ-ის წევრების წარდგენის უფლება აქვს და თუ პარლამენტი ნარმანიას კანდიდატურას კენჭს უყრიდა, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა