იპოთეკური სესხი განსაკუთრებული პირობებით — "ტერაბანკი" მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მსურველი, რომელიც იპოთეკურ სესხს "ტერაბანკში" აიღებს ან იგივე პროდუქტით სხვა ბანკიდან გადმოპორტირდება, დაბალი საპროცენტო განაკვეთით ისარგებლებს.
კერძოდ, სესხის აღების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი — 9,33%, ეფექტური კი — 10,62%-ია. აღსანიშნავია, რომ აქციის პირობების მიხედვით, მათთვის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდიც მოქმედებს.
„ეს მართლაც მიმზიდველი შეთავაზებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იპოთეკური სესხის აღება უნდათ. ვფიქრობთ, აქციის ხელსაყრელი პირობებით ბევრი მომხმარებელი ისარგებლებს“, - აცხადებენ "ტერაბანკში".
აქცია ლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე ვრცელდება. სესხის მიზნობრიობა უძრავი ქონების შეძენა, რემონტი ან მშენებლობაა. მასში ჩართვა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებსაც იპოთეკური სესხის აღება ან უკეთესი პირობებით სხვა ბანკიდან პორტირება სურთ.
"ტერაბანკი" ქართულ საბანკო ბაზარზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი აქციონერი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
(R)