ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - ნატომ არაერთხელ მოუწოდა რუსეთს, დატოვოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები

ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არაერთხელ მოუწოდა რუსეთს, რომ დატოვოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა განუცხადა.

მისი თქმით, ნატო-სა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორობა საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვისაა.

"პარტნიორობა, რომელიც ნატო-სა და საქართველოს აქვს, არ არის გამიზნული რომელიმე მესამე პირის საფრთხისთვის. ეს პარტნიორობა არის საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არაერთხელ მოუწოდა რუსეთს, რომ დატოვოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები. ნატო, ისევე როგორც რუსეთი, ემხრობა ჰელსინკის პრინციპებს, რომ ნებისმიერ ქვეყანას უფლება აქვს აირჩიოს თავისი უსაფრთხოებისთვის ის სტრატეგია, რომელიც მისთვის არის მისაღები და რა თქმა უნდა, ნატო მხარს დაუჭერს საქართველოს თავისი ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე,"- განაცხადა როზარია პუგლისმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი