გიორგი მშვენიერაძე - საჯარო სამსახურში დასაქმებულები ძალიან ხშირად გვევლინებიან სიძულვილის ენის გამავრცელებლებად

სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები იყენებენ. ისინი მათ შორის აზიარებდნენ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ პოსტებს სოციალურ ქსელში, - ამის შესახებ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის"თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 30 ივნისამდე საჯარო სამსახურში სიძულვილის ენის ფაქტები გამოავლინა.

როგორც მშვენიერაძე აცხადებს, სიძულვილის ენა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყნისთვის.

„ხშირად ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც გვესმის საუბარი იმის შესახებ, რომ მათ სურთ გარკვეული რეგულაციების შემოღება სიძულვილის ენის შესამცირებლად. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლის საუკეთესო გზა არის პირველ რიგში, განათლების მიცემა საზოგადოებისთვის და რეგულაციები. თუკი ეს ვინმეს უნდა ეხებოდეს, ეს უნდა იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო სამსახურში დასაქმებულები, რომლებიც ძალიან ხშირად გვევლინებიან სიძულვილის ენის გამავრცელებლებად“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

კვლევის ფარგლებში მოხდა იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც არიან საჯარო სექტორში დასაქმებულები და იყენებენ პერიოდულად ან სისტემატიურად სიძულვილის ენას.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევისას გამოვლენილ დარღვევებზე ორგანიზაციამ თავად სახელმწიფო დაწესებულებებს მიმართა რეაგირებისთვის, მშვენიერაძის ინფორმაციით, ამ ტიპის დარღვევებზე რეაგირება არ იყო სათანადო და ისინი ცდილობდნენ, რომ თავი დაეღწიათ საკუთარი თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო