საინვესტიციო ფონდი „გაზელ ფაინანსი“ კახეთის წამყვან სასტუმრო და ღვინის ცენტრ „შატო მოსმიერში“ ინვესტიციას ახორციელებს

საინვესტიციო ფონდმა „გაზელ ფაინანსმა“ 610,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა მეღვინეობის ქართულ-გერმანულ ცენტრში „მოსმიერი“. ინვესტიციის მიზანია ხელი შეუწყოს მოსმიერის საქმიანობის გაფართოებას კახეთის რეგიონში. მოსმიერი, რომელმაც საქმიანობა 2015 წელს დაიწყო, მალევე იქცა მეღვინეობის სფეროში პრემიალური სეგმენტის წამყვან მოთამაშედ. ღვინის ტურების გარდა, მოსმიერი სტუმრებს სთავაზობს ბუტიკური ტიპის სასტუმროს, რესტორანსა და საბანკეტო დარბაზს, გამორჩეულს ქართული ტრადიციული სტუმართმოყვარეობითა და საუკეთესო სამზარეულოთი, სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება „ფერმიდან-სუფრამდე“ მიდგომასა და ორგანულ პროდუქტებზე. კომპანიის დასაქმებულთა 95% თელავისა და ყვარლის მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებელია, რაც წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფერო რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნისათვის.

„გაზელ ფაინანსი ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ინვესტიციების განხორციელების გზით რეგიონალური ტურიზმის სექტორში, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების შესაძლებლობის შექმნას“, - განაცხადა "გაზელ ფაინანსის" უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, ნათია ჯანელიძემ.

დაფინანსება შესაძლებლობას მისცემს კომპანიას მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ გააფართოოს საკუთარი ბიზნესი. ინვესტიციის ფარგლებში, მოსმიერი დაამატებს 12-14 კოტეჯის სტილის ოთახს, გახსნის ღვინის მაღაზიას შატოს ტერიტორიაზე და გახსნის ღვინის ბარს თბილისში. ინვესტიცია ასევე საშუალებას მისცემს კომპანიას დაასრულოს გზის მოწყობის სამუშაოები და შეიძინოს ღვინის დასამზადებლად საჭირო დამატებითი აღჭურვილობა. პროექტის განხორციელების შედეგად, კომპანია დაიმკვიდრებს სრულფასოვან ადგილს ტურიზმის სფეროში, შესთავაზებს რა მომხმარებელს მომსახურების სრულ პაკეტს ერთ ადგილას - მეღვინეობას, რესტორანსა და ბუტიკის ტიპის სასტუმროს კახეთის რეგიონში.

„გაზელ ფაინანსთან პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს სწრაფად განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი და ფეხი ავუწყოთ ბუტიკის ტიპის სასტუმროების, რესტორნებისა და მეღვინეობის მიმართ არსებულ მზარდ მოთხოვნას”, - განაცხადა მოსმიერის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, იორგ მათიესმა. “ჩვენ გვჯერა, რომ მოსმიერი კახეთში დანერგავს ტურიზმის მსოფლიო დონის სტანდარტებს, შეასრულებს რეგიონის ეკონომიკისთვის მძლავრი გენერატორის როლს და შექმნის დასაქმების შესაძლებლობებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.”

ღვინის ცენტრი მდებარეობს თბილისიდან სულ რაღაც საათნახევრის გზაზე და იგი სთავაზობს სტუმრებს სასიამოვნო გარემოს ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების თვალწარმტაცი ხედებით. ეს არის ქალაქის ქაოსური რიტმისგან თავის დაღწევისა და ქალაქგარეთ განტვირთვის სივრცე, სადაც შესაძლებელია სუფთა ჰაერით ტკბობა, საუკეთესო ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება. მოსმიერი ასევე წარმოადგენს იდეალურ ადგილს სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის, ქორწილებისთვის და კორპორაციული შეკრებებისთვის.

გაზელ ფაინანსი

გაზელ ფაინანსი არის საინვესტიციო კომპანია, რომელიც საქართველოსა და სომხეთში ახორციელებს კაპიტალის დაბანდებას მცირე და საშუალო საწარმოებში. დაფინანსების ბაზრებზე არსებულ ბარიერებს და სიცარიელეს კომპანია პასუხობს სხვადასხვა ფინანსური პროდუქტით, რომელსაც სთავაზობს საგულდაგულოდ შერჩეულ პასუხისმგებლიან მეწარმეებს. ადგილობრივი ბიზნესების ზრდაზე ფიკუსირებით, გაზელ ფაინანსი ხელს უწყობს შიდა ბაზრისა და ეკონომიკის განვითარებას.

მოსმიერი

2015 წელს დაარსებული ღვინის ცენტრი მოსმიერი წარმოადგენს ტურიზმის სფეროში მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიას, რომელიც მოღვაწეობს კახეთის რეგიონში და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან ღვინოს, სასტუმროში განთავსებასა და საუკეთესო სამზარეულოს მქონე რესტორანს. კომპანიას ასევე აქვს ღვინისა ბარი და ღვინის მაღაზია ძველ თბილისში. მაღალხარისხიანი ღვინის წარმოების წყალობით, კომპანია განაგრძობს ზრდას და უცხოური ბაზრების ათვისებას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნინო სებისკვერაძე, გაზელ ფაინანსი

ტელ: +995.32.2904304

ელ-ფოსტა: nsebiskveradze@gazellefinance.com

მოსმიერი

ტელ: +995322 424490 

ელ. ფოსტა: info@mosmieri.ge

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა