საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2019 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 1.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 5.7 პროცენტიანი ზრდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის სექტემბერში გასული წლის სექტემბერთან შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2 პროცენტით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (16.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.6 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 14.6 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.0 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.6 პროცენტი).

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.47 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.0 პროცენტი).

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.39 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.6 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 4.0 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (6.6 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.1 პროცენტი).

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს