თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ EBRD-ის ევროკავშირისა და FAO-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე სამომავლო გეგმები წარადგინა

1 ოქტომბერს თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდამჭერით კონფერენცია - „კაკლოვანი კულტურები საქართველოში“ გაიმართა.

150-მდე მწარმოებელმა და ინდუსტრიის ექსპერტმა ერთდღიან კონფერენციაზე, კაკლოვანი კულტურების წარმოების ეფექტიანობასა და მარკეტინგზე იმსჯელეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები. ასოციაციის დირექტორმა - გიორგი თოდუამ თავის სიტყვაში 2019 წლის წარმატებული პროექტი - „გადავარჩინოთ თხილის მოსავალი“ შეაჯამა. სულ პროექტმა 15 000 მეთხილე ფერმერი გააერთიანა.

პროექტის ფარგლებში ასოციაციამ მათთან ათასობით შეხვედრა ჩაატარა, დაეხმარა ფაროსანასთან, სხვა მავნებლებთან და სოკოვან დაავადებებთან ბრძოლაში, მისცა რეკომენდაციები აგროკონსულტანტების დახმარებით, შეუდგინა სპეციალური შესაწამლი გეგმა და მოსავლის აღებამდე უწევდა კოორდინირებას სამუშაო პროცესს თხილის ბაღებსა და საშრობებში.

კონფერენციაზე ასევე წარდგენილი იყო მომავალი წლის სამუშაო გეგმაც. როგორც ასოციაციის დირექტორმა განაცხადა, ასოციაცია მზად არის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სხვა პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელოს თხილის მოსავლის გადარჩენის 2020 წლიანი სამუშაოები. ასოციაციის ხელმძღვანელობის თქმით, მათი მიზანია, თხილის ინდუსტრიამ დაიბრუნოს პირვანდელი მოწინავე პოზიციები, ორჯერ მაინც გაზარდოს თხილის საერთო მოსავალი და მიაღწიოს 100 000 ტონას, რაც საერთო ჯამში ქვეყნისთვის 1 მილიარდ ლარამდე შემოსავალი იქნება.

ამ დროისათვის ასოციაცია პარტნიორებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან სამუშაოების დაგეგმვის რეჟიმში იმყოფება.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო