„აიპლიუსი“ – „აიპლიუსმა“ სექტემბერი 69.5%-იანი ზრდით დაასრულა

„აიპლიუსმა“ სექტემბერი 69.5%-იანი ზრდით დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას Apple-ის ოფიციალური პარტნიორი „აიპლიუსი” ავრცელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2019 წლის სექტემბრის შეჯამების შედეგად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, „აიპლიუსის” შემოსავლები 69.5%-ით გაზარდა. მათივე ინფორმაციით, ზრდის მაჩვენებელში გათვალისწინებულია ლარის დევალვაციის შედეგად გამოწვეული დამატებითი დანახარჯები.

„აიპლიუსი” მაისის შემდეგ მუდმივად აქვეყნებს კომპანიის მუშაობის მონაცემებს და პოზიტიურ ციფრებს შეემატა სექტემბრის თვეც, სადაც “აიპლიუსის” ზრდა 69.5% იყო, აღსანიშნავია კომპანიის ცალკეული ფილიალების ზრდა - პეკინის 11 სექტემბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 132%-ით, ხოლო ჭავჭავაძის 19 გაყიდვები 93%-ით არის გაზრდილი. გაყიდვების მატება, სექტემბრის პირველ ნახევარში, მომხმარებლების მაღალი აქტივობის შედეგად იყო გამოწვეული, ხოლო სექტემბრის ბოლო 3 დღეში, ახალ iPhone-ებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რამდენჯერმე პროდუქციის დამატებითი შეკვეთა დაგვჭირდა”, - აცხადებენ „აიპლიუსში”.

მათივე ცნობით, „აიპლიუსი” ბაზარზე 2009 წლიდან არის წარმოდგენილი, ქართველი და უცხოელი მომხმარებლების რაოდენობა მილიონს აჭარბებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო