მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს დებატებში იწვევს და პროკურატურას მოუწოდებს, „ლელოს“ დამფუძნებლისგან განმარტებები მოითხოვოს

მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.მამუკა ხაზარაძემ ერთხელ უკვე თქვა უარი ჩემთან დებატებში დაჯდომაზე, როდესაც საქმე ეხებოდა მნიშვნელოვან პროექტს - ანაკლიის პორტს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მას არ შერცხვება მას შემდეგ, რაც მან დღეს იკადრა, თვალებში ჩამხედოს და დაჯდეს დებატებში, მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ “ ,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც „ლელოს“ დამფუძნებელმა „გაჩერებულ“ ქვეყანაზე ისაუბრა.

მამუკა ხაზარაძემ დღეს ახსენა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, პირველ რიგში ისაუბრა გაჩერებულ ქვეყანაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ქვეყანაში თითქმის წელიწადია გაჩერებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - ანაკლიის პორტი და უნდა ახსნას მამუკა ხაზარაძემ, თუ რატომ არის დაგვიანებული უკვე ორ წელიწადზე მეტით ის პროექტი, რომელიც ყველასთის ასეთი დიდი მნიშვნელობისაა და რატომ ვერ მოახერხა მან 3 წლის განმავლობაში ინვესტორების ნდობის მოპოვება, რომ საკუთარ კაპიტალშივე 100 მილიონი დოლარის კაპიტალის მობილიზება მოეხერხებინა“, - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდთან ერთად მართავს რამდენიმე მილიარდის ღირებულების 6000 პროექტზე მეტს და ამ პროექტებში 800-ზე მეტი კომპანია და დაახლოებით 25000 ადამიანია დასაქმებული.

„ეს არის ის რიცხვები, რომელსაც, როგორც ჩანს ბატონი მამუკა არ იღებს ყურად და რისი გაგებაც მას არ სურს. რაც შეეხება ტენდერების გამჭვირვალობას და შესაძლო კორუფციას, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 1000 ტენდერზე მეტი გვაქვს გამოცხადებული, საიდანაც მხოლოდ 90 ტენდერი გასაჩივრდა დავების საბჭოზე და არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა. გარდა ამისა, ყველა ტენდერი არის სრულიად გამჭვირვალე და დიახ, ვკითხოთ ბიზნესს რამდენად კონკურენტუნარიანია ეს ტენდერები. მე მოვუწოდებ პროკურატურას მოითხოვოს მამუკა ხაზარაძისგან სრული განმარტებები იმ კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება ის ფლობდეს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს მსგავს თემებზე ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაცია.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

ზვიად კირტავა - მთავარი მიზანი მაინც არის ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტა და შემთხვევების შემცირება, ამის მიღწევის გარეშე საწოლების და პერსონალის კიდევ გაზრდაც ვერ აგვაცილებს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან "მოედანი"
ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის