ეკა ბესელია მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - მიუხედავად იმისა, რომ მაია ცქიტიშვილზე დადებითი წარმოდგენა აღარ მაქვს, არ მიყოყმანია მეთქვა, რომ ეს კონტექსტი არ მომეწონა

მიუხედავად იმისა, რომ მე მაია ცქიტიშვილზე აღარ მაქვს დადებითი წარმოდგენა, არ მიყოყმანია და არ შეუქმნია შინაგანი ბარიერი, მეთქვა, რომ ეს კონტექსტი არ მომეწონა, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გამონათქვამს შეეხებოდა.

როგორც ბესელია აცხადებს, სოლიდარობა კარგია, თუმცა, მხოლოდ მაშინ არ უნდა იყო სოლიდარული როცა ეს პირადად შეგეხება.

"მას პირადად ევალება, როგორც ქალს, რომ განსაკუთრებით სოლიდარული იყოს როცა ქალ პოლიტიკოსებს ეხება საქმე. ის შეიძლება აკრიტიკო საქმეების გამო როგორი გამონათქვამები აქვს და აქვს ცუდი, მაგრამ ასეთი მიმართება რომელიც გარკვეულ სტერეოტიპებს აღვივებს და აღვიძებს, არ ვარგა. გუშინ ვნახეთ როგორ დაირაზმნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამის წინააღმდეგ, მაშინ როცა წინა დღეებში ასეთივე სოლიდარობა უნდა გამოეხატათ და გაუჭირდათ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რითიც გამოირჩევა მმართველი პარტია. დღეს როცა ვაკრიტიკებ გენდერულ საბჭოს, მათ განცხადების გავრცელებაც გაუჭირდათ, რადგან შიგნით ვერ თანხმდებიან, უნდა იყოს დამგმობი თუ სოლიდარული ეს განცხადებები. სამწუხაროა, რომ ეს ეხება ისეთ გენდერულ საბჭოს, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობს", - აღნიშნა ბესელიამ.

მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს რა არის ინფრასტრუქტურა. „ის შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა