ერაყში ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

ერაყში მიმდინარე ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციებისას, უკანასკნელი 4 დღის განმავლობაში სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი - დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამედიცინო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 6 სამართალდამცავია.

აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში გაორმაგდა, ვინაიდან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გახშირდა.

საპროტესტო აქციები ერაყში სამშაბათს დაიწყო. დემონსტრანტები კორუფციას, უმუშევრობასა და ქვეყანაში არსებულ სოციალურ პირობებს აპროტესტებენ. არეულობის გამო, რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული. ამასთან, ხელისუფლებამ დედაქალაქთან დამაკავშირებელი რამდენიმე ავტომაგისტრალის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს