ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2019

გია ხუხაშვილი - “ხაზარაძის განცხადებაზე ყაყანის ატეხა “ოცნების” პოლიტტექნოლოგიის ნაწილია”

კახა კუკავა - “ნაციონალური მოძრაობა” დღეს თავმოკვეთილი ქათამივითაა”

* * *

გია ხუხაშვილი - “ხაზარაძის განცხადებაზე ყაყანის ატეხა “ოცნების” პოლიტტექნოლოგიის ნაწილია”

"სწორად არ მიმაჩნია, როცა სექსიზმსა და ბულინგზე საუბნრობენ - ამ შემთხვევაში ბულინგს ჰქონდა ადგილი ხაზარაძის მიმართ. არაფრისგან იყო შექმნილი პრობლემა, რომელიც იყო გაზვიადებული. სინამდვილეში ვინც ხაჭაპურს ცალსახად ქალთან აკავშირებს, ზუსტად ის არის სექსიზმის კომპლექსით დაავადებული, ხაჭაპურს კაცებიც აცხობენ და ხაჭაპურის ხსენებაზე სექსიზმი რა შუაშია, ეს აბსოლუტურად გამოგონილი თემაა - ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე - ამის თქმა უნდა უნდოდა მამუკა ხაზარაძეს და არა უმეტეს ამისა... მაგრამ თვითონ გამოთქმა, რბილად რომ ვთქვათ არ იყო ლამაზი და ამან მეც მომჭრა ყური - არა იმიტომ, რომ სექსისტურია, არამედ იმიტომ, რომ აზრის კონტექსტი არასწორად იყო ხაზგასმული და მეტი არაფერი - ეს იყო, მაგრამ არ არის იმ მასშტაბის, რომ ამაზე ამხელა ამბავი იყოს ატეხილი”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “ჩემთან მოდით და როგორ ხაჭაპურს ვაცხობ, გაჩვენებთ” / ხაზარაძის განცხადებაზე ყაყანის ატეხა “ოცნების” პოლიტტექნოლოგიის ნაწილია”

“რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძე დღეს არის ხელისუფლებისთვის პრობლემა იმიტომ, რომ ხელისუფლების პრობლემა არ არის ნაციონალური მოძრაობა, ხელისუფლების პრობლემა და სტრატეგიაა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების არდაშვება პოლიტიკურ ბაზარზე. ნაციონალურ მოძრაობასთან ორპოლუსიანი სქემა მას კარგად აქვს აპრობირებული და ცდილობს, სიტუაცია შეინარჩუნოს. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძის ბეწვის გაზვიადება და ამაზე დიდი ყაყანის ატეხა მისი პოლიტტექნოლოგიიის ნაწილია. მით უმეტეს, თუ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ამ შემთხვევაში მათ პოზიციაზე დგას - ეს ხომ, საერთოდ, საჩუქარია “ოცნებისთვის”... ხაზარაძის დისკრეტიციის მცდელობა არ დამინახავს, საერთოდ, პოლიტიკური კორექტულობის თემა საქართველოში დაუკრეფავში გადადის. ადამიანებს არ ჰყოფნით კომპეტენცია, რომ რეალურად შეაფასონ - ვიღაცა დაიყვირებს, რომ ეს სექსიზმია და შინაარსში არავინ იყურება და ყველა იგივეს გაიძახის... პოლიტკორექტულობა საქართველოში ძალიან ზედაპირული, მყვირალა და კამპანიური ხასიათის გახდა. ეს არის ადვილად მანიპულირებადი საკითხი და ამიტომ ხშირად ვხვდებით ჩვენს სინამდვილეში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვიოლი.

“ბლოკების აკრძალვის გადაწყვეტილებას ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა - 2020 წელს გვექნება არჩევნები ბარიერის გარეშე და ყველამ პარტიამ თვითონ უნდა მოსინჯოს თავისი ძალები. ბარიერი არის 15 000 ხმა. თუ პარტიას იმის შანსი არ აქვს, რომ 15 000 ხმა მიიღოს დამოუკიდებლად, ყოველგვარი ბლოკის გარეშე, მაშინ მან თავი გაგვანებოს და არაფერი ესაქმება პოლიტიკაში... ის რომ, ხელისუფლება შექმნის სატელიტებს, რომლებიც შევლენ პარლამენტში და და მერე რაღაცას დაალაგებს, ეს საკმაოდ რთული ამოცანაა. როგორც კი პარტია გაიყიდება, მისი ფასი, ფაქტობრივად, მეორე დღესვე განულდება - ეს საქართველოა და ყველამ ვიცით..”, - განაგრძობს პოლიტოლოგი.

“ვინც არ უნდა ნიღბოს ხელისუფლებამ და შექმნას სატელიტი პარტია, ვერავინ ითამაშებს ისე, რომ ეს საზოგადებისთვის არ გახდეს ცნობილი და ეს პარტია მეორე დღესვე ფასს კარგავს. ასე რომ, ხელისუფებას არ აქვს ისეთი მარტივი ამოცანა, როგორიც შეიძლება ზოგს ეგონოს. პირიქით, ბლოკების შემთხვევაში ხელისუფლების ასეთი მანიპულაციები ბევრად ადვილი იქმება. მრავალპარტიული მოცემულობაში მისთვის ნავიგაცია არ არის კომფორტული”- დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “იმის შანსს თუ ხედავთ, რომ პარტიებმა “ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის გარეშე შექმნან სამთავრობო კოალიცია?” - პასუხობს:

“სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესი ისე ვითარდება, რომ მმართველი კოალიცია ვერ შეიქმნება, თუ მასში არ იქნება “ქართული ოცნება” ან ნაციონალური მოძრაობა. ამ ორივეს გარეშე სამთავრობო კოალიციის შექმნა, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, სამწუხაროდ, გამორიცხულია. თეორიულად შანსები არსებობს და ასეთ განვითარებას მივესალმებოდკი, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ალტერნატიულ ცენტრებზე, ეს ორი პარტია ჯერჯერობით მაინც დომინანტია პილიტიკურ პროცესში მათ გარეშე საკონტროლო პაკეტის ფორმირება შეუძლებელი იქნება”.

კახა კუკავა - “ნაციონალური მოძრაობა” დღეს თავმოკვეთილი ქათამივითაა”

“ქართული ოცნების” სტრატეგია, რომელიც მან აირჩია 20 ივნისის შემდეგ ტაქტიკურად სწორი ნაბიჯია და და ეს არის ზუსტად იგივე ნაბიჯი, რომელიც შევარდნაძემ აირჩია 1992 წელს, როდესაც მოახერხა და კანონის დარღვევითაც კი ყველა პარტია შეიყვანა პარლამენტში. ის კარგად ხვდებოდა, რომ იმდენად დაბალი ლეგიტიმაცია ჰქონდა, ერთპარტიული პარლამენტი რომ შეექმნა, ყველას მტრად გადაიკიდებდა, თვითონვე იყო დაინტერესებული მრავალპარტიული პარლამენტის შექმნით. იგივე მიზანი აქვს “ოცნებას” - იმიტომ, რომ 20 ივნისის შემდეგ შეეჩეხა პრობლემას, რომელსაც ჰქვია “ყველა მინუს ერთი”, - აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნაციონალური მოძრაობა” დღეს თავმოკვეთილი ქათამივითაა” / კახა კუკავა: “პროპორციულ არჩევნებზე გადასვლით “ოცნებამ” თავი გადაირჩინა”.

“ქართული ოცნება” დარჩა ჰქვია “ყველა მინუს ერთში” - ამ პროცესს რამდენიმე წელი უმკლავდებოდა, თუმცა ივნისის მოვლენების შემდეგ იძულებული გახდა ტაქტიკა შეეცვალა. ეს იყო დაგვიანებული, იძულებითი, მაგრამ სწორი ნაბიჯი, რომელიც თვითგადარჩენის ინსტინქტმა გადაადგმევინა. დღეს ხელისუფლება სწორედ იმ ამოცანას ისახავს მიზნად, რომ საპარლამენტო 30-40%-მდე ხმები აიღოს და შემდგომ მოახერხოს კოალიციის შექმნა, როდესაც ოპოზიციური პარტიები დადგებიან არჩევანის წინაშე- საკმაოდ რთული არჩევანის - ან უნდა დარჩნენ სრულ ოპოზიციაში ან კოალიცის შექმნას “ოცნებასთან” ან ნაციონალებთან. “ოცნება” დღეს ცდილობს დაამტკიცოს, რომ “ოცნებაა” ნაკლები უბედურება და არა "ნაციონალები", თუმცა საზოგადადოება ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა, რომელი უფრო დიდი უბედურებაა...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

“დღეს "ნაციონალური მოძრაობა” არის ერთადერთი პარტია, რომელიც არაფერს ცდილობს და თავმოკვეთილი ქათამივითაა, მხოლოდ ფართხალებს. მისი ამოცანაა, “ყველა მინუს ერთში” დატოვო ხელისუფლება და ამ კონტესტში ნაციონალური მოძრაობა ვეღარ ეწერება - სააკაშვილი ამოვარდნილია ფორმიდან და მიდის საწინააღმდეგო პროცესი. ჯერ დაგვერივნენ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც სააკაშვილს არ აღიარებენ, გამოგვაცხადეს რუსეთის ჯაშუშებად და თვითონვე მოუღეს ბოლო იმ ოცეულის ფორმატს, რომელიც შეიქმნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზნით და ამით საერთოდ დასამარდა იმის თეორიული შესაძლებლობაც კი, რომ თანამშრომლობა ყოფილიყო "ნაციონალურ მოძრაობასა" და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის. მერე თავისივე პარტიიდან გასულებს დაერია - ბოკერია იყო ჩემი მაცდუნებელი ეშმაკი, თორემ მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარო - ეს სააკაშვილი მხრიდან სტრატეგია კი არა, თვითგანადგურებაა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ოცნებას” პირიქით - თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაერთო - ის, რაც გადაწყვიტეს საარჩევნო კანონთან დაკავშირებით, სწორი სტრატეგია იყო. ეს ნაცმოძრაობის შანსებს ანახევრებს, გამორიცხავს, რომ მან რამე ტიპის სამთავრობო კოალიცია შექმნას. ასეთი კოალიციის შექმნა დამოკიდებულია როგორც შენს მიერ აღებულ ხმებზე, ასევე იმაზე, რამდენად შეგიძლია სხვასთან მოლაპარაკება. “ნაციონალებმა” თვითონ აირჩიეს თვითმარგინალიზაციის გზა... “ნაციონალებმა” ჩათვალეს, რად გვინდა ეს 1%-იანი პარტიები და მათთან ლოლიაობა, მარტოც კარგად ვიქნებითო. ახლა კი ირკვევა, რომ ეს პარტიები საჭირო ყოფილან და ისინი, ჯამში, საკმაოდ სოლიდურ პროცენტს აგროვებენ პარლამენტში... ახლა მთავარი შეკითხვა ის კი არ არის, რაც მივიღებთ 2020 წელს, არამედ არჩევნები თუ ჩატარდება. თუ ჩატარდა, ეს იქნება 1990 წლის შემდეგ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები - დამოუკიდებლობის გამოცხადების დონის ამბავი იქნება ეს, თუ არ მოხდა იგივე, რაც მოხდა 1991 წელს, დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ამას არ დაუშვებს”, - დასძენს კუკავა და შეკითხვაზე - “რატომ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, თუკი ჩავატარეთ არჩევნები?” - პასუხობს:

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვერც “ქართული ოცნება” და ვერც სხვა რომელიმე პარტია, ხმების 50%-ს ვერ მიიღებს. ეს ვიცით გარანტირებულად. ეს არა მხოლოდ იურიდიულად შეცვლის ძალთა თანაფარდობას ქვეყანაში, ეს შეცვლის ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრს რაღაცას. “ოცნება” ვეღარ იქნება ფეოდალი პარტია, თითს რომ გაატკაცუნებდა ღამით და დილით იმ გადაწყვეტილებას იღებდა პარლამენტი. ასე ვეღარ მოხდება, რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ივანიშვილი იძულებული იქნება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან აწარმოოს კონსულტაციები და ეს იქნება სრულიად სხვა რეალობა”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა