“დანკინში“ WOLT-ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

“დანკინში“ WOLT-ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო და მომხმარებელს საშუალება აქვს დაზოგოს დრო და ხარჯები, წინასწარ შეუკვეთოს მობილური აპლიკაციით სასურველი მენიუ, მიუთითოს პროდუქტის აღების მისთვის სასურველი დრო და თავად წაიღოს შეკვეთა ხელმისაწვდომი „დანკინის“ ამერიკული რესტორნიდან. მომხმარებელი იღებს ცალკე ელექტრონულ შეტყობინებას, როდესაც პროდუქცია მზად არის წასაღებად.

WOLT –თან თანამშრომლობა “დანკინმა“ მიმდინარე წლის გაზაფხულს დაიწყო და აქამდე მომხმარებელს მხოლოდ შეეძლო WOLT - ის საშუალებით „დანკინის“ მენიუ მიეღო მისთვის სასურველ მისამართზე. თუმცა, მომხმარებლის აქტიურობიდან გამომდინარე კომპანია მუდმივად ცდილობს საინტერესო შეთავაზებებით წაახალისოს ისინი ერთგულებისათვის.

„ვფიქრობთ “დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი მომხმარებლისთვის უგემრიელესი მენიუს მიღების უფრო მოსახერხებელი და მიმზიდველი ფორმაა. სასურველ დროს, სასურველი რესტორნიდან ლოდინისა და დამატებითი ხარჯების გარეშე, მათ შეუძლიათ დილა, შუადღე თუ საღამო „დანკინის“ ენერგიული ყავითა და უგემრიელესი კერძებით შეივსონ, თან ისე, რომ შეყოვნების გარეშე აყვნენ ცხოვრების ყოველდღიურ რითმს. თან „დანკინის“ ქართულ რესტორნებში დღესდღეობით უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 25 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილი და კერძების მენიუს ფართო არჩევანიც გულგრილს ვერავის დატოვებს “, - აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

„დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 68 წელია მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. “visol jgufma” „დანკინის“ ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და დღესდღეობით „დანკინი“ უკვე რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე საქართველოში „დანკინის“ 25 ბრენდირებული რესტორანია.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა