ნათია თურნავა გერმანიის ეკონომიკისა და ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილეს თომას ბარაისს შეხვდა. შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განსაკუთრებულად აღნიშნა გერმანიის განვითარების ორგანიზაციების - გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და სხვა გერმანული ინსტიტუტების როლი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

ნათია თურნავა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გასულ წელს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით რეგულარული ბიზნეს მრგვალი მაგიდის ფორმატის ჩამოყალიბებაზე. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ბოლო 2 წელიწადში 4 ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, რომელთა თემატიკაც მოიცავდა ისეთ სექტორებს, როგორიცაა ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და სხვ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. 2018 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების შესაბამისად, გერმანია მე-8 ადგილზეა ბრუნვის მიხედვით უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის. ხსენებულ პერიოდში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 482 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2019 წლის 8 თვის მაჩვენებელს, გერმანია კვლავ მთავარი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია და კვლავ მე-8 ადგილი უკავია, ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 318 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ასევე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ინვესტიციების სფეროში, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ ქვეყანაში გერმანული ინვესტიციით შექმნილი 250-ზე მეტი კომპანია ფუნქციონირებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველო იღებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. აღინიშნა, რომ შეთანხმებამ როგორც ორმხრივი, ასევე ევროკავშირთან მთლიანობაში, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა და ურთიერთობის მაღალ საფეხურზე აიყვანა.

ნათია თურნავამ გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა მენეჯერების გლობალური სასწავლო პროგრამაში „შესაბამისობა გერმანიასთან პარტნიორობისთვის“ საქართველოს ჩართულობის ხელშეწყობისთვის. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა შესანიშნავი შესაძლებლობაა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას დიდად წაადგება საქართველოსა და გერმანიის ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთობის განვითარება.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს