„კრედო ბანკმა“ კიდევ ერთი პროექტი, „მასპინძელი“ წამოიწყო

ბიზნესის დაწყება ერთი შეხედვით ყოველთვის უფრო მარტივი ჩანს, ვიდრე რეალურადაა. თავიდან ფიქრობ, რომ მთავარია მოინდომო და საწყისი ფინანსური თუ ადამიანური რესურსი გამოძებნო. როგორც კი პირველ ეტაპს გადალახავ, შენგან დამოუკიდებლად ჩნდება უამრავი დაბრკოლება. თუმცა, ეს დაბრკოლებები არასდროსაა გადაულახავი, თუ წინასწარ ხარ მასზე ინფორმირებული და ფლობ ცოდნას, რომელიც პრობლემას მარტივად მოგაგვარებინებს.

ტურისტული ბიზნესი - ერთი შეხედვით ყველაზე მარტივად განვითარებადი და შემოსავლიანი საქმე. თუმცა, ამ სფეროში წარმატებაზე დიდწილად მოქმედებს ადამიანური, სტუმარ-მასპინძლობის ფაქტორი. თუ ტურისტულ ბიზნესს ფლობ, აუცილებლად უნდა ერკვეოდე ე.წ. „hospitality“ ბაზარზე ყველაზე პოპულარული არხების მართვაში; მაქსიმალურად სწორად უნდა იყენებდე დროს და ტურისტებთან კომუნიკაციის შესაბამის უნარებს ფლობდე; კიდევ უამრავი დეტალია, რომლის გათვალისწინებასაც შეუძლია შენი საქმიანობა უფრო წარმატებული გახადოს.

სწორედ ამიტომ, კრედო ბანკმა კიდევ ერთი პროექტი, „მასპინძელი“ წამოიწყო. მოცემული პროექტის ფარგლებში უფასო ტრენინგები ჩატარდება იქ, სადაც ეს ყველაზე საჭიროა — რეგიონებში. ალბათ იცით, რომ „მასპინძელი“ არ არის ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც რეგიონებში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. კრედო მუდმივად ზრუნავს, მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებაზე ამა თუ იმ კონკრეტულ სფეროზე. ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ტურისტული ბიზნესითაა დაინტერესებული უსასყიდლოდ გადავცემთ სახელმძღვანელოებს, ჩვენი გამოცდილი ექსპერტები ტურიზმის სფეროში კონსულტაციებით ეხმარებიან მომხმარებლებს, ამასთან ბიზნეს სპეციფიკაზე მორგებული ფინანსური პროდუქტებით უზრუნველყოფთ მათ, საშეღავათო პერიოდებით და ვალდებულების დაფარვის მათზე მორგებული გრაფიკით.

ჩვენი ტრენინგები 27 სექტემბრიდან - წლის ბოლომდე სრულად მოიცავს საქართველოს რეგიონებს. პროფესიონალი სპიკერები მასტერკლასებს კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში წარმართავენ და საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ. რასაკვირველია, იმისთვის, რომ მოცემულ სფეროში უკეთ გაერკვეთ, ტრენინგები არ წარიმართება მონოლოგის რეჟიმში. თქვენ მუდმივად გექნებათ კითხვის დასმისა და პასუხის მიღების საშუალება. ასევე, შესვენებაზე შეძლებთ ტრენერებს უშუალოდ გაესაუბროთ ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო თემაზე.

ასე რომ, თუ ტურისტული ბიზნესის განვითარებაზე ფიქრობ, უკვე ჩართული ხარ ამ სფეროში ან ახლა აპირებ თუნდაც საკუთარი სასტუმროს გახსნას, „მასპინძელი“ ნამდვილად დაგეხმარება წარმატების მიღწევაში.

ეწვიე კრედო ბანკის Facebook გვერდს, მოიწონე და დარეგისტრირდი სასურველ ტრენინგზე!

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს