აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

აზერბაიჯანში ტურიზმის განვითარების მხარდამჭერმა ეროვნულმა ორგანიზაციამ, აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭომ, დღეს თბილისის შუაგულში ვიზიტორთა ცენტრი Azerbaijan.Travel” გახსნა. გახსნის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ ტურიზმის სფეროს ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები, მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს უნიკალურ კონცეფციას, რამეთუ ის ხალხს საშუალებას აძლევს, გაეცნონ იმ მრავალფეროვან გამოცდილებებს, რომლებსაც მათ სთავაზობს აზერბაიჯანი. საინფორმაციო სტენდებთან ერთად, ცენტრში განთავსდება ტურისტული სააგენტო, რომელიც ვიზიტორებს გააცნობს დეტალებს ტურებსა და მოგზაურობების შესახებ და მათ მისცემს აღნიშნული ღონისძიებების დაჯავშნის საშუალებას.

ვიზიტორთა ცენტრი, აზერბაიჯანულ მხარესთან, ერთად საზეიმო ვითარებაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა.

„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს ის ღირებულებები, რომლებიც კარგ მეზობლებსა და მეგობრებს ერთმანეთთან აახლოვებს. დღეს დილით ჩვენ შევხვდით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ არაერთი საკითხი, მათ შორის ისეთი რეგიონული ტურების ორგანიზების საჭიროება, რომლებიც მოიცავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანს,- განაცხადა აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ფუად ნაგიევმა.

როგორც აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს გენერალურმა დირექტორმა, ფლორიან ზენგსტშმიდმა აღნიშნა, აზერბაიჯანელები მოხარული იქნებიან, თუ ქართველ სტუმრებს თავის კულტურას გაუზიარებენ.

„ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს და Azerbaijan.Travel”-ის გახსნით ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიმართ. აზერბაიჯანი ბევრი კუთხით იდეალური დესტინაციაა. ბაქო არის მდიდარი ქალაქი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, შესანიშნავი სატრანსპორტო სისტემებითა და გამოცდილებების მრავალფეროვნებით. აზერბაიჯანელები მოხარული იქნებიან, ქართველ სტუმრებს გაუზიარონ თავისი კულტურა, სამზარეულო და ქვეყანა, - განაცხადა ფლორიან ზენგსტშმიდმა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ვიზიტორთა 22%-ს სწორედ საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. თბილისიდან პირდაპირი ფრენების, გაუმჯობესებული სარკინიგზო და საგზაო მარშრუტებისა და უვიზო მიმოსვლის კვალობაზე ეს მაჩვენებელი 2020 წელს სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. აზერბაიჯანი შეუერთდება იმ სახელმწიფოთა სიას, სადაც ტურიზმს მშპ-ში დიდი წილი უკავია. არსებული პროგნოზის თანახმად, შემდეგი 10 წლის განმავლობაში ეს წილი წელიწადში 6%-ს შეადგენს, რითიც აზერბაიჯანი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყანათა ოცეულში შედის.

ყოველივე ზემოაღნიშნულს წინ უძღვებოდა აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს მარკეტინგული კამპანია სახელად „შეხედეთ სხვა თვალით“, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის დამალული მარგალიტების აღმოჩენის წახალისებას და 2023 წლისთვის ტურისტთა არსებული ნაკადის გაორმაგებას.

აზერბაიჯანი მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე. მას გააჩნია ცხრა კლიმატური ზონა, რის შედეგადაც ის მოგზაურებს მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომ ევროპულ გამოცდილებას სთავაზობს. დაწყებული ბაქოს თანამედროვე „ცეცხლოვანი კოშკებიდან“ და დამთავრებული მისი ძველი ქალაქით, რომელიც შეტანილია იუნესკო-ს სიაში, აზერბაიჯანის ღირსშესანიშნაობები მიმზიდველია ყველა ადამიანისთვის - როგორც ინდივიდუალური ტურისტებისთვის, ისე ჯგუფებისთვის. ქვეყნის ცხოვრება და ენერგია გადამდებია. მისი ბაზრებითა და ჯაზ-კლუბებით, ბაქო წარმოადგენს იდეალურ დესტინაციას როგორც უკვე ჩამოყალიბებული ოჯახებისთვის, ისე თაფლობის თვის გასატარებლად და დაქორწინებისთვის.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს შესახებ:

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო არის ეროვნული პოპულარიზაციის ორგანო, რომელიც ექვემდებარება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს. მისი მთავარი ამოცანებია აზერბაიჯანში ტურიზმის ზრდის ხელშეწყობა და ქვეყნის მდიდარი კულტურისა და უძველესი მემკვიდრეობის აღმოჩენის წახალისება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://azerbaijan.travel/en/home ან „ინსტაგრამის“ გვერდს: @ExperienceAzerbaijan.

(R)

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია