არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არალოგიკურია ვერსია, რომ ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი ეკა ბესელიას ფაქტორის გამო დატოვა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არალოგიკურია ვერსია, რომ ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი ეკა ბესელიას ფაქტორის გამო დატოვა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვანო ზარდიაშვილმა მანდატის დატოვებით სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.

„მე მესმის, რომ იქნება სხვადასხვა სპეკულაციები. მან ამით პატივი სცა ინსტიტუტს, როგორც პარლამენტს. რაც მოხდა, ეს, პირველ რიგში, ჩრდილს აყენებდა პარლამენტს. მან ელემენტარულად უთხრა საზოგადოებას რომ პარლამენტარის სტატუსი არ არის უფრო მეტი, ვიდრე ღირსება და ჩვენი ცხოვრების ადამიანური ნაწილი. უმრავლესობას არ აკლდება წევრი, შემოვა სხვა წევრი და ისიც იქნება ძლიერი წევრი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, როცა პარლამენტში დეპუტატებს შორის ურთიერთობა ამ ნიშნულს აღწევს, ერთ -ერთმა რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ვანო ზარდიაშვილმა ეს გააკეთა.

„დღეს მედიაშიც იყო მცდელობები, რომ დაუკავშირეს ეს ეკა ბესელიას ფაქტორს, თითქოს ვანომ ამის გამო დატოვა პარლამენტი, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ფაქტორი მისთვის რომ ყოფილიყო მთავარი... პირიქით არალოგიკურია. აქ იყო ბევრი ფაქტორი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვანო ზარდიაშვილისთვის ყველაზე მთავარი და პრიორიტეტული აღმოჩნდა ღირსება. როცა ასეთ უსიამოვნო ფაზაში შედის კამპანია, როცა ვერ ხდება ამ მანიპულაციის განეიტრალება, როცა ბევრ უსამართლობასაც ვხედავთ, ვანოს გადაწყვეტილება არის სწორი გადაწყვეტილება. მან აირჩია ღირსება და გუნდის ინტერესები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა