2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე დღეს ექვს საპარლამენტო კომიტეტში იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტში მომავალი, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტზე დღეს ექვს საპარლამენტო კომიტეტში იმსჯელებენ.

2020 წლის ბიუჯეტის მოცულობა 16 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული და მასში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ხუთი პროცენტია.

ბიუჯეტის პროექტში პენსიების ზრდა, ბაღისა და სკოლის პედაგოგების, ექიმებისა და სამართალდამცველების ხელფასების მატება არის გათვალისწინებული. ფინანსური დოკუმენტის პარამეტრებს დეპუტატებს დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარუდგენს.

როგორც ცნობილია , მომავალ წლის ბიუჯეტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია და დოკუმენტს "საარჩევნო ბიუჯეტად" აფასებს.

იხილეთ ვიდეო:

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს