ბრიუსელი ლონდონს მოუწოდებს, „სულელური დადანაშაულების თამაში“ შეწყვიტოს

ევროკავშირი ბრიტანეთს მოუწოდებს შეწყვიტოს „სულელური დადანაშაულების თამაში“ „ბრექსითთან“ დაკავშირებით. ევროკავშირმა ეს მოწოდება მას შემდეგ გააკეთა, რაც წყარომ „როიტერსს“ აცნობა, რომ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის „მიუღებელი მოთხოვნების“ გამო, შეთანხმება ფაქტობრივად შეუძლებელია.

„როიტერსის“ ინფორმაციით, 23 დღით ადრე, ვიდრე გაერთიანებული სამეფო ბლოკს დატოვებს, „ბრექსითის“ ბედი კვლავ გაურკვეველია. ლონდონი და ბრიუსელი შეთანხმების გაჭიანურებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ბრიტანეთის მთავრობის სახლიდან წყარო აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერკელის მოსაზრება ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით, რომ ის დარჩეს ევროკავშირის საბაჟო კავშირში, სრულიად ევროკავშირის პოზიციაა, მაშინ, შეთანხმება ვერ შედგება.

„თუ მართლაც ასეა და ეს ევროკავშირის ახალი პოზიციაა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება ვერც ახლა და ვერც ვერასდროს ვერ შედგება“, - აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც წყაროს ცნობით, გერმანიის კანცლერმა "ბრექსითის" „წარმოუდგენელი პირობები“ წამოაყენა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ბრიუსელი ლონდონს მოუწოდებს, „სულელური დადანაშაულების თამაში“ შეწყვიტოს

ევროკავშირი ბრიტანეთს მოუწოდებს შეწყვიტოს „სულელური დადანაშაულების თამაში“ „ბრექსითთან“ დაკავშირებით. ევროკავშირმა ეს მოწოდება მას შემდეგ გააკეთა, რაც წყარომ „როიტერსს“ აცნობა, რომ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის „მიუღებელი მოთხოვნების“ გამო, შეთანხმება ფაქტობრივად შეუძლებელია.

„როიტერსის“ ინფორმაციით, 23 დღით ადრე, ვიდრე გაერთიანებული სამეფო ბლოკს დატოვებს, „ბრექსითის“ ბედი კვლავ გაურკვეველია. ლონდონი და ბრიუსელი შეთანხმების გაჭიანურებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ბრიტანეთის მთავრობის სახლიდან წყარო აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერკელის მოსაზრება ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით, რომ ის დარჩეს ევროკავშირის საბაჟო კავშირში, სრულიად ევროკავშირის პოზიციაა, მაშინ, შეთანხმება ვერ შედგება.

„თუ მართლაც ასეა და ეს ევროკავშირის ახალი პოზიციაა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება ვერც ახლა და ვერც ვერასდროს ვერ შედგება“, - აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც წყაროს ცნობით, გერმანიის კანცლერმა "ბრექსითის" „წარმოუდგენელი პირობები“ წამოაყენა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი