ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცმა  თვითდაზიანება მიიყენა

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს პირველადი დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქობულეთში ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება