ბათუმში ტაქსის კომპანია „მაქსიმის“ მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში ტაქსის კომპანია "მაქსიმის" მძღოლები საპროტესტო აქცია - მსვლელობას მართავენ. ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ კომპანიას სამგზავრო ტარიფის გაზრდას სთხოვენ, რადგან მათი ანაზღაურება მოქმედი ტარიფით დაბალია.

ტაქსის მძღოლებმა აქცია თავდაპირველად იუსტიციის სახლთან გამართეს. ამ დროისთვის ბათუმის ქუჩებში მსვლელობას აწყობენ. მძღოლების განცხადებით, თუ კომპანია მათ მოთხოვნას არ გადახედავს, პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

"ბათუმის ტერიტორიაზე მგზავრები მაქსიმუმ 2 ლარად გადაგვყავს, ამ ფასად მანქანებს ძლივს ვინახავთ. საწვავიც გაძვირდა. ოჯახები გვყავს სარჩენი, ვითხოვთ ან გაზარდონ ტარიფები ან კომპანია თვითონ მოიკლოს და მეტი გადაგვიხადონ,"- აცხადებენ აქციის მონაწილეები

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს