რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, დავით მიროტაძეს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ბრალდების მხარე აცხადებდა, დაკავებულებს საზღვარგარეთ კავშირები აქვთ, რის გამოც, ისინი მოსალოდნელი ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამო, შესაძლოა, მიმალულიყვნენ. პროკურატურა ასევე აცხადებდა, რომ დაკავებულების ნაწილს - გიორგი გეთაშვილსა და გიორგი ასათიანს, საზღვარგარეთ წასვლის გამარტივების მიზნით, გვარიც კი შეცვლილი აქვთ. ამას გარდა, პროკურატურა განმარტავდა, რომ საყურადღებო იყო ის ფაქტიც, რომ გამოძიებამ მკვლელობის იარაღის ამოღებაც ვერ შეძლო, რომელიც ბრალდებულს აქვს გადამალული. შესაბამისად, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, ბრალდებულებმა ხელი შეუშალონ.

დაცვის მხარე დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

იხილეთ ვიდეო: რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა