გეოგაპის რეგიონალური ტურნე გაიმართა

7-9 ოქტომბერს დაბა მესტიასა და ქალაქ ზუგდიდში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ხილ-ბოსტნეულის პირველადი წარმოების სტანდარტის გეოგაპისა და მობილური აპლიკაცია აგრონავტის შესახებ შეხვედრები გამართა. ფერმერთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ შეხვედრებს, ადგილობრივი ფერმერები და სასტუმროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, გეოგაპის მიზანი, უვნებელი და მიკვლევადი ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერების სერტიფიცირებაა, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის მიღებასა და რეალიზაციას გეოგაპის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ფერმერული მეურნეობის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიზანია, მწარმოებლის სერტიფიცირების გზით, უზრუნველყოს ქვეყანაში პირველადი წარმოების პროდუქციის ხარისხის გაზრდა და შენარჩუნება. ასევე, სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება. ის სტანდარტები, რომელსაც საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ნერგავს, პროექტ „ზრდა საქართველოში“-ს მხარდაჭერით შეიმუშავა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მცირე და საშუალო ფერმერებს პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაში. ხილ-ბოსტნეულის პირველადი წარმოების სტანდარტის დანერგვა აუცილებელია იმისთვის, რომ ფერმერების პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე იყოს კონკურენტუნარიანი.

„შეხვედრებისას ფერმერებმა და სასტუმროს წარმომადგენლებმა ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს აპლიკაცია აგრონავტის მეშვეობით პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობებზე სოფლის მეურნეობის სექტორში.

აღნიშნულ პროექტებში ჩართვის შემთხვევაში, ასოციაცია ფერმერებს განვითარებასა და პროდუქციის გაყიდვაში დაეხმარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს