ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან - ილჰამ ალიევთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებს.

ვახტანგ გომელაურმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ მიღწევებზე, ასევე, ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება