შალვა თადუმაძე - ია კერზაიას საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ გიორგი გახარია იყო ამ დანაშაულში ჩართული, სხვა შემთხვევაში დაიკითხებოდა

ია კერზაიას საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ გიორგი გახარია იყო ამ დანაშაულში ჩართული, სხვა შემთხვევაში დაიკითხებოდა,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სერგი კაპანაძე დაინტერესდა, რატომ არ დაკითხეს გიორგი გახარია მაშინ, როცა არსებობს მტკიცებულებები, რომ მაშინდელი შს მინისტრი იმ დროს ზუგდიდში იმყოფებოდა.

"მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ მტკიცებულებების რაიმე ჯაჭვი არსებობს, რომელიც გიორგი გახარიას დაკითხვის საფუძველს იძლეოდა. ზუგდიდში იმ დროს შეიძლება ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. გახარიას დაკითხვის საფუძველი როცა გაჩნდა, პრობლემა არ ჰქონდა პროკურატურას, გახარია დაეკითხა",- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

სერგი კაპანაძე ასევე დაინტერესდა, რატომ არ ცნეს დაზარალებულად კერზაიას შვილი, როცა ამის შესაძლებლობას საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლი იძლეოდა.

"თუ ვინმეს არ მოწონს პროკურატურის ეს გადაწყვეტილება, შეუძლია გაასაჩივროს",- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო