დაგროვებით საპენსიო სქემაში მილიონამდე ადამიანია ჩართული

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს საპენსიო სააგენტოს ბოლო მონაცემები გააცნო. ლევან სურგულაძის განცხადებით, დაგროვებით საპენსიო სქემას 900,688 უნიკალური მონაწილე ჰყავს. ფონდის ღირებულება კი ამ დროისათვის 361,374,058 მილიონი ლარია, ამას ემატება დარიცხული სარგებელი რომელიც 8,620,849 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო ფონდში 58,292 კომპანიაა ჩართული.

როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, საპენსიო სააგენტომ საზოგადოებას აუხსნა რეფორმის სიკეთეების შესახებ და ამიტომ სქემაში მოსალოდნელზე მეტი ადამიანი დარჩა.

,,ჩვენ ჩავატარეთ საკმაოდ მასშტაბური კამპანია, ყოველ შემთხვევაში იმის ფარგლებში, რა სახსრებიც ჩვენ გაგვაჩნდა. მივდიოდით ყველა დიდ ორგანიზაციაში პირისპირ ვესაუბრებოდით ხალხს, მქონდა 200-ზე მეტი სატელევიზიო გამოსვლა, გამოქვეყნებული იყო 900-ზე მეტი პუბლიკაცია როგორც ბეჭდურ ისე ციფრულ მედიაში, ასევე იყო პირისპირ შეხვედრები მოქალაქეებთან. თითოეულ სქემაში ჩართულ მოქალაქეს ვისაც გასვლის უფლება ჰქონდა, საკუთარ საპენსიო ანგარიშზე მითითებული ჰქონდა გასვლის თარიღი. არანაირი ინფორმაციული პრობლემა არ ყოფილა, ყველამ ძალიან კარგად იცოდა სადაც იყო, საიდანაც შეეძლო გასვლა და სადაც დარჩა“, - განაცხადა სურგულაძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს