"ავერსი" საბავშვო ბიოკოსმეტიკის ახალ ბრენდს გაგაცნობთ

"ნატურავერდეს" ბიოკოსმეტიკა უკვე საქართველოშია - "ავერსი" იტალიური ბრენდის პროდუქციას გთავაზობთ.

3 წლამდე ბავშვებისთვის შექმნილი ევროპული ნაწარმის ასორტიმენტი, რომელიც "ავერსის" სააფთიაქო ქსელში ექსკლუზიურად გახლავთ წარმოდგენილი, მრავალფეროვანია:

  • საბავშვო ზეთი
  • დასაბანიგელი
  • შამპუნი
  • საფენქვეშა საცხი
  • თხევადი საპონი
  • აბაზანის ქაფი
  • შხაპგელი
  • სველი საწმენდი

- მთელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც იზრდება ბიო ორგანულ პროდუქტებზე მოთხოვნა. დედებს საკუთარი პატარებისთვის ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო სურთ, ამიტომ მათთვის საჭირო პროდუქციის შეძენისას უპირატესობას ხარისხიან, ბიოლოგიურად სუფთა და ნატურალურ ნაწარმს ანიჭებენ. ბიოკოსმეტიკა ამ ყველაფერს თავისთავად გულისხმობს - აღნიშნა "ავერსის" იმპორტის განვითარების მენეჯერმა თამუნა რამიშვილმა. მისივე თქმით, ჩვილები და სამ წლამდე ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ქიმიკატებისა და მავნე დანამატების მიმართ, ხოლო "ნატურავერდეს" პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური ინგრედიენტებით დამზადებული კოსმეტიკაა, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ჩვენი პატარებისთვის.

არ შეიცავს პარაბენებს, სოდიუმ ლაურინ სულფატს (SLS), სოდიუმ ლაურინ ეთერ სულფატს (SLES) და საღებავებს, რაც ხშირად გამოიყენება მოვლის საშუალებებში. ტესტირებულია ნიკელზე, ქრომზე და კობალტზე.

"ნატურავერდეს" ბიოკოსმეტიკა არ აბინძურებს გარემოს და აქცენტს მცენარეულ პროდუქტებზე სვამს.

"ნატურავერდეს" უპირატესობაა ფართო ასორტიმენტი და მისაღები ფასებიც.

P.S კომპანია "ნატურავერდე" ნაწარმის ცხოველებზე გამოცდის პრაქტიკაზე უარს აცხადებს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა