ვატო წერეთელი - არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში

ყველა კრიტიკულ მედიას, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს აღძრეს საქმეები. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანებს თავისუფლებაზე ევაჭრონ, - ამის შესახებ განცხადება "TV პირველის" მფლობელმა ვატო წერეთელმა ჟურნალისტებთან წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

ვატო წერეთელის თქმით, ის და მისი ოჯახის წევრები არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და თავისუფალი სიტყვის დასაცავად მზად არიან წავიდნენ საპატიმროშიც.

„არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში“, - განაცხადა წერეთელმა.

ვატო წერეთლის თქმით, რაზეც არ უნდა წავიდეს ვაჭრობა ის და მისი ოჯახი არ შეიცვლის პოზიციას და ტელევიზია იქნება არსებული სახით დღესაც, ხვალაც და ზეგაც.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა