დავით ზალკალიანი - რაც უფრო სწრაფად აღდგება ფრენები, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის, რუსეთისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არსებობს ხალხთა შორის

სადაც ადვილად შეიძლება ბარიერის მოხსნა, ეს უნდა იყოს მოხსნილი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველო- რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად აღდგება, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის, რუსეთისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არსებობს ხალხთა შორის.

„რადგანაც მე ეს პოზიცია დავაფიქსირე ნიუ-იორკში შეხვედრის დროს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ივნისის შემდეგ განვითარებულ პერიოდში რუსეთის არც ერთი მოქალაქის მიმართ არ ყოფილა არც ძალადობის და არც შეურაცხყოფის არანაირი ფაქტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა აღდგეს, რადგანაც ხალხთა შორის ურთიერთობა, განვითარება ჰუმანიტარული ურთიერთობების, ტურიზმის განვითარება, ეს არის ორმხრივად ხელსაყრელი. ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს ბარიერი ურთიერთობებში და სადაც ადვილად შეიძლება ამ ბარიერის მოხსნა, ეს უნდა იყოს მოხსნილი", - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა