"ემბისიმ" საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან მცირე ბიზნესის დასაკრედიტებლად 1.75 მლნ დოლარი სესხი მოიზიდა

"ემბისიმ" ბიზნესის დასაკრედიტებლად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან - Incofin Investment Management - 1,750,000 აშშ დოლარი არაუზრუნველყოფილი სესხი მოიზიდა.

აღნიშნული თანხა კომპანიას საშუალებას მისცემს გაზარდოს სასესხო პორტფელი და კიდევ უფრო ფართო სპექტრის, მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს.

როგორც „ემბისი“- ში აცხადებენ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისგან არაუზრუნველყოფილი სესხის მოზიდვა კომპანიის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობის მკაფიო გამოხატულებაა, რაც სამომავლოდ, მიკრო ბიზნესის ფინანსურ სტაბილურობაზე, ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება.

„Incofin Investment Management-თან მოლაპარაკება საკმაოდ რთული პროცესი გახლდათ, რომელიც დაახლოებით 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ახალი რეგულაციებისა და ბაზარზე გართულებული ოპერირების პირობებში, „ემბისი“-ს შეენარჩუნებინა სტაბილური ზრდა/განვითარება. შედეგი სახეზეა - კომპანიამ შეძლო საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ნდობის მოპოვება და არაუზრუნველყოფილი სესხის მიღება. მოზიდული სესხის მიზნობრიობა გახლავთ სასესხო პორტფელის გაზრდა. იქიდან გამომდინარე, რომ „ემბისი“ ორიენტირებულია მცირე და საშუალო, ასევე აგრო ბიზნესის დაკრედიტებაზე, თანხის ათვისება სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდება.

ამჟამად, მოლაპარაკება მიმდინარეობს 4 სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან. საუბარია, დაახლოებით, 15 მლნ ლარის სესხების მოზიდვაზე, რაც ასევე ბიზნეს პორტფელის ზრდისკენ იქნება მიმართული“- თათია ჯაჯანაშვილი, „ემბისი“-საფინანსო დეპარტამენტის დირექტორი.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი Incofin Investment Management საქმიანობას 2001 წლიდან ეწევა. მისი დაკრედიტების პრინციპების ძირითადი ქვაკუთხედი მსოფლიოს მასშტაბით მცირე და საშუალო, ასევე, აგრო მიმართულების ბიზნესების განვითარების ხელშეწყობაა.

(R)

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე